28 ივნისი 2018 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_10389_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესორ თინა შიოშვილს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ბსუ-ს საპატიო ჯილდო მიენიჭა. აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ღვაწლმოსილ პროფესორს საიუბილეო თარიღი მიულოცა და შოთა რუსთაველის სახელობის მედლით დააჯილდოვა.