ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ფრაზეოლოგიზმების რეპროდუქციულობა და მათი სტრუქტურული, ფუნქციონალური და კულტურული ასპექტები“

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს 8-15 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ბიალისტოკის უნივერსიტეტში ფრაზეოლოგიისა და პარემიოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის „ევროფრაზის“ კონფერენციაში „ფრაზეოლოგიზმების რეპროდუქციულობა და მათი სტრუქტურული, ფუნქციონალური და კულტურული ასპექტები“. პროფესორმა ნატალი სურგულაძემ სესიაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „კონცეპტი „ძაღლი“ ფრანგულ და ქართულ იდიომებში“, პროფესორმა ირინა გოშხეთელიანმა - „სომატური კომპონენტი როგორც იდიომის მთავარი მახასიათებელი“, პროფესორმა ნანა სტამბოლიშვილმა - „ფერების სიმბოლიკა გერმანულ და ქართულ ფრაზეოლოგიზმებში“ და ასოცირებულმა პროფესორმა ნინო დვალიძემ - „იდიომატური პროპაგანდა პლაკატებში“.

პროფესორები ნატალია სურგულაძე, ირინე გოშხეთელიანი, ნანა სტამბოლიშვილი 8 წელია „ევროფრაზის“ ორგანიზაციის წევრები არიან. საზოგადოება ორ წელიწადში ერთხელ ატარებს   კონფერენციას ლინგვისტიკაში, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი ლინგვისტები გერმანიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა