ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

სურათი

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები)“ ფარგლებში, დასრულდა მეორე კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიცია ისტორიული ჭანეთის ტერიტორიაზე. ექსპედიცია მიზნად ისახავდა გიუმუშხანესა და მისი შემოგარენის კვლევას. ერთი კვირის განმავლობაში ექსპედიციის წევრები: პროფესორი შოთა მამულაძე (პროექტის ხელმძღვანელი), ასოცირებული პროფესორი ემზარ კახიძე, ასოცირებული პროფესორი თამაზ ფუტკარაძე, ასოცირებული პროფესორი ელგუჯა მაკარაძე, ასოცირებული პროფესორი ლილე თანდილავა, ფილოლოგიის დოქტორი ომარ მემიშიში, ისტორიის დოქტორი კახაბერ ქამადაძე, დოქტორანტი სულხან მამულაძე მუშაობდნენ საკვლევ რეგიონში. პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს შემდეგი  საფორტიფიკაციო ნაგებობები:  კოდილის ციხე, ქავაქის ციხე, ჯანჯას ციხე, ქოვის ციხე, ქეჩი კალე, კრომის ხეობის ციხე - ქურუმ კალე, სოფ. ოლუჯაქის სათვალთვალო კოშკი, იმერას (წმ. იოანე პროდრომოსი) მონასტერი, ჰაგიოს იონას კლდეში გამოკვეთილი მონასტერი, ქვის თაღოვანი ხიდები და ა.შ. მკვლევარებმა წარმოადგინეს საფორტიფიკაციო ნაგებობების აღწერა-დახასიათება, გრაფიკული და ფოტოფიქსაცია. ექსპედიციის ფარგლებში ასევე შეგროვდა ეთნოგრაფიული და ტოპონიმიკური მასალებიც.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა