ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„კულტურათა გლობალიზაცია: ხელოვნება და მობილობა მეთვრამეტე საუკუნეში“

სურათი

ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ნებაჰატ ავჯიოღლუმ  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „კულტურათა გლობალიზაცია: ხელოვნება და მობილობა მეთვრამეტე საუკუნეში“. ევროპული კოლონიზაციის თანამედროვე ისტორიოგრაფია იმ ასიმეტრიული ურთიერთობებისკენ მიუთითებს, რაც დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროებს შორის არსებობდა. უცხო კულტურებთან კონტაქტმა ხელი შეუწყო ახალი სახელოვნებო საქმიანობების, იდეების და პოლიტიკური ამოცანების აღმოცენებას მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეების ევროპაში.

ედუარდ საიდის წიგნი „ორიენტალიზმი“ (1978) შეეხება ისტორიოგრაფიული ნაშრომების კონცეპტუალურ გენეალოგიას. მისმა წიგნმა, რომელიც აანალიზებს ცოდნასა და ძალაუფლებას შორის არსებულ ურთიერთკავშირს, უდიდესი ზეგავლენა მოახდინა და საფუძველი ჩაუყარა ამ მიმართულებით შემდგომ კვლევებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ინგლისისა და ირლანდიის დედოფალ მერის - ლედი მერი უორთი მონტაგუს 1725 წელს შესრულებულ პორტრეტსა და  მისი წერილებში ასახულ მე-18 საუკუნის კულტურათშორის ურთიერთობებზე, ინგლისისა და ოსმალეთის იმპერიების - ორი კულტურისა და ხელოვნების შინაარსობრივ ისე სტილისტურ შედარებებზე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა