ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„არაფორმალური განათლების ცენტრმა“ აბიტურიენტთა უფასო მომზადება განაახლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „არაფორმალური განათლების ცენტრმა“  პროექტის  ფარგლებში განაახლა აბიტურიენტთა უფასო მომზადება ზოგადი უნარების (ვერბალური ნაწილი), ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურისა მიმართულებით.

ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და სწავლის პირობები გააცნეს.

მოსამზადებელ ჯგუფებში მეცადინეობებს ატარებენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი გამოცდილების მქონე წარმატებული სტუდენტები. მათ კონსულტაციას უწევენ უნივერსიტეტის პროფესორები (ასოც. პროფ. ლალი ანთიძე, ასოც. პროფ. ნანა ცეცხლაძე, ასოც. პროფ. ჯემალ კარალიძე, პროფ. რ. ხალვაში). მეცადინეობების დასრულების შემდეგ ჩატარდება იმიტირებული გამოცდები (2019 წლის ივნისი).

მიმდინარე წელს არაფორმალური განათლების ცენტრი პროექტის - „უნივერსიტეტი-სკოლას“ ფარგლებში 100-მდე აბიტურიენტს ამზადებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა