ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა პირველკურსელებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლა 15 ოქტომბერს განახლდა. პირველკურსელებთან შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მ. გიორგაძემ, დეპარტამენტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა ახალგაზრდებს მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება, გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია. სტუდენტები სწავლას განახლებულ შენობასა და აუდიტორიებში გააგრძელებენ. 2018-2019 სასწავლო წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 290 სტუდენტი ჩაირიცხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა