ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა 2019“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა სოფიკო თურმანიძემ, მარიამ ხიბაიამ  და თეონა კეკელიძემ 21-28 თებერვალს მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიურ სკოლა 2019“-ში. სკოლის სამივე მონაწილის ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა და მარიამ ხიბაიას ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციამ ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემია გადასცა.
„ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა 2019-ის“ მიზნად ისახავდა ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი კადრის მოზიდვას, მათი ცოდნის გაღრმავებას, უახლესი ქართველოლოგიური სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას, სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის სტრატეგიათა გაცნობას, პროფესიულ უნარ-ჩვევათა განვითარებასა და ამაღლებას.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა, პირველ ეტაპზე გამოცხადდა ქართველოლოგიურ ნაშრომთა კონკურსი, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით დაამუშავეს კონკრეტულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები, შექმნეს სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი. 


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა