ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საიუბილეო საღამო „დედაენა, პოეზია, სიყვარული“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ლიტერატურული საღამო: „დედაენა, პოეზია, სიყვარული“ ჩატარდა. ლიტერატურული საღამო ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 110,  გიორგი ლეონიძის - 120 და იოსებ გრიშაშვილის - 130 წლისთავს ეძღვნებოდა. ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით გაიხსენეს ქართველი პოეტების შემოქმედება და გასული საუკუნის ლიტერატურული ცხოვრება გააცოცხლეს. ახალგაზრდებმა საიუბილეო საღამოზე  ირაკლი აბაშიძის,  გიორგი ლეონიძის, იოსებ გრიშაშვილის ლექსები წაიკითხეს დამათ ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა