20 აპრილი 2019 წელი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თსუ-ს და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა მარინა ბერიძემ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩაატარა ტრეინინგი: „ენა და ტექნოლოგიები - ქართული კორპუსული რესურსები კვლევისა და სწავლებისათვის“. ორდღიანი ტრეინინგის მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვა სამეცნიერო კვლევებსა და საუნივერსიტეტო განათლების სხვადასხვა საფეხურზე სწავლებაში. პროგრამა მოიცავდა ლექციებისა და პრაქტიკული სამუშაოების სამ ბლოკს: ქართული დიალექტური ლექსიკოგრაფიული ბაზა და დიალექტური ატლასი - კვლევა და თანამშრომლობა.
სემინარი ითვალისწინებდა ქართული დიალექტების კორპუსული კვლევისა და დოკუმენტირების რესურსების გაცნობას; ქართული მეტაენის კორპუსის ძირითადი სტრუქტურისა და პარამეტრების, აგრეთვე თანამშრომლობის საშუალებების გაცნობას; ტერმინოლოგიურ, თარგმნით და სხვ. სახის ლინგვისტური და ინტერდისციპლინური საქმიანობისთვის მისი გამოყენების პერსპექტივების განხილვას; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი - საქმიანობა, მიზნები, თანამშრომლობის პერსპექტივები;