ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს დელეგაციის ვიზიტი ბუდაპეშტის ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში

სურათი

19-25 მარტს ბუდაპეშტის ოტვოშ ლორანდის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის  ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯემალ ანანიძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მარინე გიორგაძე, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე და ჰუმანიტარული ფაკულტეტის „ევროპეისტიკის“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი თამთა ნაგერვაძე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ოტვოშ ლორანდის  უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების შექმნისა და განხორციელების მიზნით. დაიგეგმა მთარგმნელისა და თარჯიმნის მომზადების ერთობლივი სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პროცესში თანამშრომლობა პროფ. ი. ჰორვატთან (საერთაშორისო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან).
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან. ბსუ-ს დელეგაციის წევრები გაეცნენ სასწავლო ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიურ მხარესა და სწავლების მეთოდიკას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა