16 მაისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის თვის ფარგლებში სტუდენტებისათვის, მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. გერმანული ენის თვე გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის საელჩოების და კულტურის სფეროს ინსტიტუტების ორგანიზებით იმართება. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები ეძღვნება გერმანულ ენასა და გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურას. ინიციატივის „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ ფარგლებში გაიმართება ღონისძიებები სხვადასხვა ასაკის სტუმრებისათვის, კითხვის, კინოს მოყვარულებისა და ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის.