24 მაისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები” (შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში) ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია თემაზე: „რატომ არის ანთროპოლოგია მნიშვნელოვანი დღეს, ვიდრე ოდესმე” გაიმართა. ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორმა თომას ჰილანდ ერიქსენმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თანამედროვე ანთროპოლოგიის აქტუალური საკითხები და სამეცნიერო კვლევის შედეგები გააცნო. წიგნი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების დახმარების პროგრამის ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა.