31 მაისი 2019 წელი
მონოგრაფიის - „აფხაზები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“ წარდგენა გაიმართა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნი მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო სამეცნიერო პროექტის „აფხაზები აჭარაში“. ნაშრომში აღწერილია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ოჯახებში კომპლექსური საველე ექსპედიციების შედეგად შეკრებილ მასალებზე, საარქივო წყაროებსა და მემუარულ ლიტერატურაზე დაყრდნობით, კომპლექსურადაა შესწავლილი აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა გადმოსახლების, დამკვიდრებისა და ცხოვრების ისტორია.
მონოგრაფიაზე „აფხაზები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“ მუშაობდა მკვლევართა ჯგუფი: ასოცირებული პროფესორი ჯემალ კარალიძე, პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, ასოცირებული პროფესორი რევაზ დიასამიძე, ასოცირებული პროფესორი ნატალია ლაზბა, ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოთაძე, რამაზ სურმანიძე, ისტორიის დოქტორი მარინე შალიკავა, ფილოლოგიის დოქტორი მანანა თავდგირიძე, ფილოლოგიის დოქტორი მარიამ ჩოხარაძე და თენგიზ თავდგირიძე.
სამეცნიერო პროექტი „აფხაზები აჭარაში“ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.