ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„საქართველო და კათოლიკური სამყარო - ისტორიული და კულტურული ასპექტები “

სურათი

ბათუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და კათოლიკური სამყარო - ისტორიული და კულტურული ასპექტები“ ჩატარდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა, კათოლიკურ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობების ისტორიის კვლევის შედეგების შეჯამებას. ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა კონფერენციის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სექციების მიმართულებებით სამეცნიერო მოხსენებები წარადგინეს საქართველოს კათოლიკურ ეკლესიასა და კათოლიკეთა მოღვაწეობაზე ისტორიული და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით.

სესიაზე მეცნიერებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ბათუმის კათოლიკური ეკლესია, არქანჯელო ლამბერტი XVI-XVII საუკუნეების აჭარაში ქრისტიანული ეპარქიების შესახებ, ეკლესიათა უნიის საკითხი საქართველოში XVIII საუკუნეში, ქართველი კათოლიკე ვატიკანში - პეტრე ხარისჭირაშვილის მემკვიდრეობა, კათოლიკობა გიორგი ბრწყინვალეს ეპოქის საქართველოში, ფრანგი დიპლომატის რელაციები საქართველოს შესახებ მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში, ქართველ კათოლიკეთა ურთიერთობა სხვა კონფესიებთან, კათოლიკეები ბათუმის ოლქში,  საქართველო-ვატიკანის ურთიერთობები 1990-იანი წლების დასაწყისში, კათოლიკეთა ისტორიისა და იდენტობის საკითხი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კათოლიკური ეკლესია და კონფესიათაშორისი დიალოგი და სხვა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის - „კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI საუკუნეებში  - ისტორია, კულტურა, თანამედროვეობ)“ ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა