ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორის დევიდ ისაკსენის სემინარი

სურათი

ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ ისაკსენმა მეთოდოლოგიური სემინარი ჩაატარა თემაზე: „საქმიანი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე“. სემინარს ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის უცხო ენათა აკადემიური დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები. დევიდ ისაკსენმა მსმენელებს გააცნო სასწავლო კურსის „საქმიანი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე“  შინაარსი, მისი სტრუქტურა, სასწავლო პროცესში გამოყენებული უახლესი ლიტერატურა და სწავლების მეთოდები პრაქტიკული აქტივობების დემონსტრირების გზით. მეთოდოლოგიური სემინარის მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა