ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტური კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“

სურათი

თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გამართულ V ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციის „ანტიკურობის თანამედროვეობა“ მუშაობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებთა ფაკულტეტის სტუდენტებმა, თათია დავითაძემ და ელზა სურმანიძემ. თათია დავითაძემ სესიაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „მედეა - <<კოლხეთი მეფის ბრძენი ასული>> - მანანა ჩიტიშვილის პოეზიაში“, ხოლო ელზა სურმანიძემ  ნაშრომი - „ცოდნისა და ზნეობის მიმართება სოკრატესთან“. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. სესია მიეძღვნა აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა