25 ივლისი 2019 წელი
დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდის ერთობლივი სოციოლოგიური კვლევა ,,მოსახლეობის ღირებულებების კვლევა აჭარაში”. კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ბსუ-ს ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით და მოიცავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტს. საველე სამუშაოები განხორციელდა 11 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, გამოიკითხა 1200 ადამიანი. მკვლევართა ჯგუფს ბსუ-სა და ილიაუნის სერტიფიკატები გადაეცათ. ერთობლივი კვლევის შედეგები შემოდგომაზე გამოქვეყნდება.