ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სეზონური სკოლა „სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის მომზადება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ორგანიზებით სეზონურ სკოლა „სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის მომზადება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გაიხსნა. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და დასავლეთ საქართველოში მოქმედი სოციალური მუშაკები ხუთი დღის განმავლობაში სოციალური მუშაობის ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: სოციალური მუშაობის საფუძვლები, სოციალური ადვოკატირება, ადამიანის ქცევა სოციალურ გარემოში, სოციალურ კეთილდღეობის პოლიტიკა, სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდები. ქართველი და უცხოელი მომხსენებლები ლექციებს წაიკითხავენ ასევე თემებზე: სოციალური მუშაობა თემებთან და ორგანიზაციებთან, სოციალური მუშაობა და ოჯახში ძალადობა, სოციალური მუშაობა და ბავშვთა დაცვა,  სოციალური მუშაობა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

2011 წელს, ევრკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა სოციალური მუშობის განათლების ინსტიტუციონალიზაცია, სერტიფიცირების პროგრამის სახით. პროექტის ფარგლებში ინტენსიურად გადამზადდა ბსუ-ს 8 პროფესორ–მასწავლებელი, რათა მათ შეძლებოდათ სასერტიფიკატო კურსების გაძღოლა. ევროკომისიის პროგრამის მონაწილე ბსუ-ს აკადემიური პერსონალი ჩართულია სეზონური სკოლის მუშაობაში.

სეზონური სკოლა აჭარის ა.რ. განათლების,  კულტურისა  და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ტარდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა