ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა - „ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში“

სურათი

განათლების მიმართულების სტუდენტებისა და მასწავლებლობის სტატუსის მაძიებელი პირებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა ტარდება თემაზე: „ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში“. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ლოგიკის, როგორც თეორიული მეცნიერების საფუძველზე სწავლა-სწავლების ახალი მოდელის შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება სწავლისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებისა და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

საზაფხულო სკოლის ლექციებს წარუძღვებიან ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრი, ბსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრი, იმედა იაკოვენკო, განათლების ექსპერტები: პაატა პაპავა და სიმონ ჯანაშია.

ღონისძიება  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა