ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში თემაზე: „დიგიტალური ქართველოლოგია და კავკასიოლოგია“. ერთკვირიანი სკოლის ფარგლებში ქართველი და უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ დიგიტალური ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც ახალი მიმართულების განსაზღვრის და თეორიული ჩარჩოს ჩამოყალიბების, კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და მულტიდისციპლინური რესურსების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა-ათვისებას  საკითხებზე.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოფი დოკულინგვისტიკისა და კორპუსლინგვისტიკის საკითხებზე. სწავლებას გაუძღვებიან ევროპელი ექსპერტები: ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, გერმანელი კავკასიოლოგი პროფესორი იოსტ გიპერტი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი მანანა თანდაშვილი და იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დიანა ფორკერი და სხვები.

ღონისძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ბსუ-ს მიმდინარე პროექტების „ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“-ისა და“ტაოს“-ს პრეზენტაციები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობს საქართველოს, აშშ-ის, საფრენგეთის, დიდი  ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, სომხეთის, აჯერბაიჯანის, სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 50-მდე სტუდენტი.

სწავლების პრაქტიკულ ბლოკში სკოლის მონაწილეები მოამზადებენ და წარმოადგენენ სასერტიფიკატო პრეზენტაციებს, რაშიც მათ დაეხმარებიან გამოცდილი ტუტორები.

მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ბსუ-ს დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა