ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამეცნიერო კონფერენცია - ბიზანტინოლოგია საქართველოში - 5

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  ბიზანტინოლოგია საქართველოში - 5 გაიხსნა თემაზე: „შავი ზღვა და შავიზღვისპირეთის ქვეყნები - კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინი IV-XV საუკუნეებში“. სამდღიანი კონფერენციის მიზანია თანამედროვე ბიზანტინოლოგიასა და ზოგადად ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული ახალი მიმართულებებისა და კვლევების უახლესი, ინოვაციური მეთოდების, ციფრული ჰუმანიტარიის მიღწევების წარმოჩენა და მათი პოპულარიზება საქართველოში. 110 ქართველი, ბერძენი, გერმანელი, ინგლისელი, ამერიკელი და თურქი  მკვლევარი სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენს შემდეგ რვა სექციაში: ისტორია, წყაროთმცოდნეობა; ხელოვნების ისტორია, არქიტექტურა, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა; ენა და ლიტერატურა; კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, თარგმანი და ფილოსოფია, რელიგია, თეოლოგია.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონია დასრულდა ქალთა კამერული გუნდის  საეკლესიო საგალობლების შესრულებით, ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია. ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა „პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“ და კალიგრაფისტ გიორგი სისაურის ნამუშევრების გამოფენა „ანბანთქება“.

კონფერენციის ფარგლებში შედგება პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის „ამბავი თორმეტის სავანისა“ ჩვენება.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზანტინოლოგიის საერტაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ორგანიზებით და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში იმართება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოქვეყნდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა