ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დასრულდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიზანტინოლოგია საქართველოში - 5“

სურათი

დასრულდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  ,,ბიზანტინოლოგია საქართველოში - 5“. კონფერენციის დახურვას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრის კარაბალისი დაესწრო. გაიმართა ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა მონოგრაფიის ,,პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა"ფარგლებში მოპოვებული აჭარაში მცხოვრებ ბერძენთა ყოფის ამსახველი ფოტოგამოფენა. ,,შავი ზღვა და შავიზღისპირეთის ქვეყნები-კულტურათა და ცივილიზიაციათა გზაჯვარედინი  IV-XV საუკუნეებში“ - ამ თემაზე კონფერენცია ბსუ-ში სამი დღე მიმდინარეობდა, რომელშიც  ქართველი, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, თურქი, ბერძენი მკვლევარები და უცხოელი ქართველოლოგები მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა