8 ნოემბერი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ეწვია. უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ორი ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა. დაიგეგმა ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ვიზიტ ფარგლებში ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და საელჩოს მისია, მიზნები, ამოცანები გააცნო. შეხვედრის დასასრულს საფრანგეთის ელჩმა შეკითხვებს უპასუხა.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მისიას 2019 წლის 4 სექტემბრიდან ასრულებს.