2 სექტემბერი 2020 წელი
CODFREURCOR-ის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიური ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო კოლეგია) მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული ლიტერატურა თარგმანში“ გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მე-8 საერთაშორისო კონფერენცია
„ეროვნული ლიტერატურა თარგმანში“
ჩატარდება 2020 წლის 31აგვისტო - 2 სეტემბერს, ბათუმში.
ორგანიზატორები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კვლევითი ცენტრი: რომანული ურთიერთგაგება, ინტერტექსტუალური დიალოგი), CODFREURCOR.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 1 მარტი, 2020 წელი
ეროვნული ლიტერატურის თარგმანის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურა და ლიტერატურული ტრადიციები და ამ გზით ხელი შეუწყოს მსოფლიო ლიტერატურის გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას.
წინამდებარე კონფერენცია მიზნად ისახავს: 1. ეროვნული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ისტორიის შესწავლასა და გაანალიზებას; 2. არსებული თარგმანების ორიგინალთან შედარების საფუძველზე ტრადუქტოლოგიური პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების დასახვას.
ვინაიდან თარგმანი, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ენის შემოქმედებით ბუნებას და ატარებს ინტერდისციპლინურ ხასიათს, ის შეიძლება ჩაითვალოს აღმოჩენის, ინფორმაციის მიღება/გაცემის, შთაგონების, მიგნებების, წერის ან თავიდან დაწერის წყაროდ. თარგმანი ორიგინალის ტექსტს ფაქტობრივად ახალ სიცოცხლეს სძენს სხვა ენაზე და იმავდროულად განახლებულ ღირებულებას ანიჭებს მას სხვა კულტურაში, ვინაიდან „თარგმანი კულტურაში მოიაზრება. თარგმანი არის თავად კულტურა“ (Cordonnier).
დანართი 1 დანართი2 დანართი 3