19 მაისი 2020 წელი
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მასალკინმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”. მომხსენებელმა ღონისძიებაზე ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: თუ რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენა საერთაშორისო გლობალურ პროცესებზე ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში; რა გავლენას მოახდენს ის კომუნიკაციაზე (რომელიც განსაზღვრავს ცივილიზაციის რაობას); დემოკრატიის რაობაზე, - ხომ არ დაემატება დილემას - „თავისუფლება თუ უსაფრთხოება“, ახალი დილემა - „თავისუფლება თუ ჯამრთელობა“. რომელი პოლიტიკური იდეოლოგია და რეჟიმები აღმოჩნდებიან უფრო სიცოცხლისუნარიანები არსებულ მდგომარეობაში; რა შეიცვლება სოციალურ ურთიერთობებში - ატომიზაცია, რობინზონიზაცია, ახალი სოციალური ქცევა, ჩვევები და ა.შ.
საჯარო ლექციაზე დაისვა ასევე შემდეგი მნიშვნელოვანი შეკითხვები:
-
ახალი მასალა ფსიქოლროოგიისათვის, პედაგოგიკისათვის, ფილოსოფიისათვის, ეკონომიკური მეცნიერებისათვის, პოლიტიკური ფილოსოფიისათვის, კიდევ?
-
რომელმა სხვა გამოწვევებმა იჩინა თავი?.. დაასახელეთ.
-
შეიცვლება თუ არა ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგია, პარადიგმა?