„სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით, ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი“
კონსტანტინე გამსახურდია
26 მაისს, 14:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის პროგრამა
კონფერენციის გახსნა - მერაბ ხალვაში, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
მისალმება - მარინე გიორგაძე, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
მომხსენებლები :
1. „პოლიტიკური ვითარება საქართველოში 1917 წლის მარტი - 1918 წლის თებერვალი“- ვახტანგ გურული, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
2. „პოლიტიკური მოვლენები ბათუმის ოლქში (1917 წელი)“ - ოთარ გოგოლიშვილი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. „ბათუმის საზავო კონფერენცია და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“- ჯემალ კარალიძე, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
4. „ეკლესია და სახელმწიფო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921 წლებში)“ - სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორი
5. „საზოგადოებრივი ვითარება ქუთაისში საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისას“ - სულხან კუპრაშვილი , პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
6. „იოსებ გრიშაშვილი - რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი პოეტი“ - ავთანდილ ნიკოლეიშვილი, პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
7. „ლიტერატურა და პოლიტიკა - 26 მაისი, 1918 წელი“ - მალხაზ ჩოხარაძე, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი