ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და აკრედიტაციის სტანდარტები“

სურათი

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და აკრედიტაციის სტანდარტების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტის დეკანს, დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჟუჟუნა გუმბარიძემ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ეტაპები, წესები და პროცედურები გააცნო. ჟუჟუნა გუმბარიძემ ასევე ისაუბრა აკრედიტაციის სტანდარტების განახლებულ მოთხოვნებზე,   საგანამანთლებლო პროგრამის მიზნებსა და სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისას გასათვალისწინებელ ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კურუკულუმის ანალიზს და სწავლის შედეგების გამოყენების აუცილებლობას პროგრამის გასაუმჯობესებლად. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა