31 აგვისტო 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის დიგიტალური ჰუმანიტარიის IX საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ციფრული რუსთველოლოგია“ დასრულდა. ციფრული რუსთველოლოგიის საზაფხულო პირველი სკოლის მონაწილე 20-მდე სტუდენტს თეორიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა და ისინი „ვეფხისტყაოსნის“ მულტილინგვური პარალელური კორპუსის“ შექმნაში ჩაერთვებიან. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებმა სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.