1 ოქტომბერი 2020 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, პროფესორმა მაია ბარამიძემ, თეა შავლაძემ, პროფესორმა ემზარ მაკარაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ჯემალ კარალიძემ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ფაკულტეტის დეკანმა პირველკურსელებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. ონლაინ შეხვედრას ფაკუტეტის 280 პირველკურსელთაგან 230-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.