ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“

სურათი

გამოიცა ბსუ-ს ასოც. პროფ. ნანა ტრაპაიძის წიგნი „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“. წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი ნაწილი საავტოროა, გამოირჩევა დასმული საკითხების ორიგინალური რეფლექსიით, ლიტერატურა განხილულია ფართო კულტურულ, სოციალურ, ისტორიულ კონტექსტში; მეორე ნაწილი -კრიტიკულ-თეორიული ანთოლოგიაა - რომელიც შედგება გარკვეული კონცეფციით შერჩეული ქართველი და უცხოელი მეცნიერების, კრიტიკოსებისა და მწერლების ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისგან.

ავტორის განმარტებით, წარმოდგენილი ნაშრომი შემდეგ მიზნებს ისახავს: პირველი, ლიტერატურის რაობის, მისი თავისებურების, როლისა და ფუნქციის   პრობლემატიზება; მეორე, ლიტერატურის შესწავლის ისტორიის რეტროსპექტული ანალიზი დასავლურ აზროვნებაში. მაგრამ წიგნი  სცდება თავის უშუალო დანიშნულებას,  მასში  ბევრ საინტერესო  იდეას  თუ  მოსაზრებას  ამოიკითხავს  როგორც სპეციალისტი, ისე დაინტერესებული მკითხველი, წიგნი დახმარებას გაუწევს უნივერსიტეტის არა მარტო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, არამედ დოქტორანტებსაც და, ზოგადად,  ლიტერატურით  დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

„ლიტერატურა ხელოვნებაა და ის ადამიანებს იზიდავს, აინტერესებს. ლიტერატურა სიამოვნებაა, თუმცა ყოფა-ცხოვრება კითხვისთვის სულ უფრო ნაკლებ საშუალებას იძლევა. ამ რეალობასთან შეგუებასა და შეწყობაზე კულტურის ინდუსტრია მუშაობს, რომ არც მკითხველი დარჩეს დაზარალებული და არც ლიტერატურა. თუმცა უდანაკარგო არაფერია; ეს სოციოლოგიისა და საჯარო დისკუსიების თემაა...მაგრამ ლიტერატურის სწავლისას სხვა საკითხები დგება. იქ აღარ კმარა, რომ ლიტერატურა სიამოვნებაა და სიამოვნების გაგებას ნიშნავს. ესთეტიკური ჰედონიზმი ცოდნის გარეშე არც ესთეტიკურია და არც ჰედონიზმი. ამიტომ, როცა ფილოლოგია პროფესიული არჩევანია, სიამოვნება უნდა დავივიწყოთ, რაც იმას ნიშნავს, უფრო გავაღრმავოთ იგი; ესე იგი, სიტყვის არსი და ცოდნა იქცეს სიამოვნებად, რომელსაც აზროვნების ღრმა და იდუმალ სივრცეებს გამოვტაცებთ. ამ წიგნის მიზანია, მომავალ ფილოლოგებს, ასევე ლიტერატურის მოყვარულებს, ამ საქმეში გამოადგეს“. (ავტორი)

აღსანიშნავია, რომ ასოც. პროფ. ნანა ტრაპაიძეს 2017 ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა