ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს ოკუპაციისა და ბათუმში 100 წლის წინ განვითარებული მოვლენებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს ოკუპაციისა და ბათუმში 100 წლის წინ, 1921 წლის 17-20 მარტს განვითარებული მოვლენებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. სესიაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის, საქართველოს დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომისა და ბათუმის დასაცავად გამართული ბრძოლის საკითხები. კონფერენციის მონაწილეებმა გაიხსენეს დიდი მამულიშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და ის გმირები, რომლებიც  ბათუმის დასაცავად იბრძოდნენ.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა