26 მაისი 2021 წელი
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. აჭარის მუზეუმთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, ბსუ-ს I კორპუსის ფოიეში გაიხსნა აჭარის მუზეუმის ფონდებში დაცული მასალების გამოფენა. Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტისა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 103 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
სამეცნიერო სესიაზე ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტუალურ საკითხებზე, გაიხსენეს და იმსჯელეს 103 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე.
სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებლები:
-
„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიოგრაფიიდან“ - ვახტანგ გურული, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი;
-
„სად და როდის გადაწყდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი“- ჯემალ კარალიძე, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
-
,,1918 წლის 26 მაისი - ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიის დასაწყისი"- თამარ ავალიანი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსტეტი;
-
„რამსეი მაკდონალდი საქართველოს პირველი რესპუბლიკის და 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ"- მალხაზ ნაკაშიძე, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
-
„ბათუმის ოლქი 1918-1920 წლებში“ - ოთარ გოგოლიშვილი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი;
-
„ეკონომიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921 წლებში“ - თეონა ზოიძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი;
-
„ქუთაისის გუბერნია 1918-1921 წლებში“ - სულხან კუპრაშვილი , პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
-
„ვლასა მგელაძე“ - რუსუდან კობრავა, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი;
-
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით აღინიშნა.