28 მაისი 2021 წელი
„ERASMUS+“-ის პროექტის RURD-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილება მიიღეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროეფსორმა მარინა გიორგაძემ და პროექტის კოორდინატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ბერიძემ. ორდღიან შეხვედრაზე რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა რექტორების ჩართულობით განიხილეს რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის შექმნის დეტალები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
ევროკავშირის „ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მიზანია რეგიონალური უნივერსიტეტების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა-განახლება თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.
პროექტის პარტნიორები არის: ესპანეთის, ავსტრის, ჩეხეთისა და ლიეტუვას უნივერსიტეტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის იგეგმება თანამშრომლობის გაძლიერება.
http://rurd.atsu.edu.ge/?fbclid=IwAR2AL7FxJtz2Bk6T9C_wr2UUvsPjhQF-Ubi0dPn28oL7fLwKl_ej-oP7XfY