ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია „Corridors”-ის ეგიდით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხებზე. ტრენინგი პროექტის „სამშვიდობო განათლების შესაძლებლობების გაძლიერების” ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა  უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას მშვიდობისა და კონფლიქტების სფეროში.

ტრენინგის მონაწილე სტუდენტების ნაწილს საშუალება ექნება აგვისტოში, გერმანიაში, საზაფხულო ბანაკის ფარგლებში სოხუმელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

ტრეინინგის თანაორგანიზატორი და ერთ-ერთი სექციის წამყვანი გახლდათ ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, გიორგი მასალკინი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა