ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა თემაზე: „აინ რენდის ობიექტივიზმი”

სურათი

13-15 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ობიექტივიზმის ცენტრ-საქართველოს“ ორგანიზებით, სამდღიანი ტრენინგკურსი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა დამსწრეთათვის ამერიკელი ფილოსოფოსის აინ რენდის ცხოვრების ფილოსოფიის - ობიექტივიზმის გაცნობას.

პროექტის განმავლობაში, 15 დაინტერესებული პირი გაეცნო რუსული წარმოშობის ამერიკელი ნოველისტის აინ რენდის ფილოსოფიასა და შემოქმედებას. მონაწილეებმა ასევე მოამზადეს სოც. მედიამასალა რენდის შემოქმედების შესახებ, რაც მიზნად მისი იდეებისა და მოსაზრებების გავრცელებას ისახავს. მომზადებული მასალები „ობიექტივიზმის ცენტრ-საქართველოს“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდება. პროექტი განხორციელდა ობიექტივიზმის ცენტრ საქართველოს (OCG) მიერ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ლალი ანთიძის საკვირაო სკოლასთან თანამშრომლობით, ამერიკული ორგანიზაცია Atlas Network-ის ფინანსური მხარდაჭერით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა