23 ოქტომბერი 2021 წელი
20-23 ოქტომბერს „Erasmus+”-ის პროექტის „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების მონაწილეობით ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა გიორგაძემ, პროექტის კოორდინატორმა ბსუ-ში ხათუნა ბერიძემ და ბსუ-ს პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ. RURD-ის პროექტის მონაწილეებს ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეონა ხუფენია და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა მიესალმნენ.
სამუშაო შეხვედრაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების წინაშე არსებული ხარისხის უზრუნველყოფის გამოწვევების შესახებ წარადგინა მოხსენება.
ღონისძიების ფარგლებში პროექტის საერთაშორისო პარტნიორებმა ჩეხეთიდან (მასარიკის უნივერსიტეტი) და ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი) პროექტით გათვალისწინებული ტრენინგების რესურსების პრეზენტაციები დისტანციურად წარმოადგინეს.
პროექტის საუნივერსიტეტო კოორდინატორებმა საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების ანგარიში წარადგინეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაზიარებული გამოცდილების რეგიონულ უწყებებში გავრცელებისა და უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმების განვითარების შესახებ, რაც, საწყის ეტაპზე, მემორანდუმების გაფორმებით დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო სესია გაიმართა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მონაწილეობით.
რურდის ერთ-ერთი მიზანია LLL-ი კურსების განვითარება რეგიონულ უნივერსიტეტებში. მონაწილეები გაეცნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. გიორგი სოსიაშვილის პრეზენტაციას ‘Enhancing LLL services among Georgian Regional Universities’.
რურდის პროექტის მონაწილეებმა მოხსნებები წარადგინეს უნივერსიტეტებში მისიის, ხედვისა და სტრატეგიისა და მონიტორინგის გეგმაში შეტანილი განახლებების შესახებ.
შეხვედრებს ესწრებოდნენ პროექტის საერთაშორისო პარტნიორები კაუნასის ვიტაუტას მაგნუსისა (ლიეტუვა) და გრაცის FH Joanneum-ის (ავსტრია) უნივერსიტეტებიდან. მათ პროექტის შესახებ საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს მონაწილეებს.
სამუშაო შეხვედრების დასასრულს, მონაწილეებმა RURD-ის პროექტის სამომავლო სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.