9 ნოემბერი 2021 წელი
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაიმართა პროექტის ,,საქართველოს მომავალი’’ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პუბლიკაცია ,,ბრძოლა და მსხვერპლშეწირვა: საქართველოს უახლესი ისტორიის ნარატივები’’. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების სიღრმისეულ ანალიზსა და საჯარო სივრცეში დისკუსიის ხელშეწყობას. პროექტი ,,საქართველოს მომავალი’’ ხორციელდება კარნეგის ფონდის ევროპის ოფისისა და ლევან მიქელაძის ფონდის მიერ შვედეთის სამთავრობო ოფისისა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.