9 იანვარი 2022 წელი
8-9 იანვარს, ბსუ-ში ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ცირა ბარბაქაძემ ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „განათლება ციფრულ სამყაროში - მეტაფორული გადატვირთვა“. მეტაფორული აზროვნება (აბდუქციური აზროვნება) ინტუიციური და შემოქმედებითი აზროვნებაა, რომლის გააქტიურებით მსმენელები სამყაროს „ცოცხალ სურათს“ აღიქვამენ; ჩვენ ვცხოვრობთ მეტაფორების გარემოცვაში და მათი ახსნით სამყაროს ახალ ვერსიას ვხედავთ. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: რა არის მეტაფორა? აბდუქციური აზროვნების ტექნიკა; მეტაფორის ძალა. ენობრივი მეტაფორებიდან მხატვრულ მეტაფორებამდე; მეტაფორა და რეალობა. როგორ ცვლის მეტაფორა ცხოვრებას; მეტფორები კულტურაში; სიყვარულის მეტაფორები; მეტაფორა - გულისა და გონების შეხვედრის ადგილი; როგორ შევქმნათ მეტაფორები; მეტაფორა და ვიზულური ხელოვნება; მეტაფორები პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში; მეტაფორები ფსიქოლოგიაში; მეტაფორა და თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო; ფრაზეოლოგიური მეტაფორები და მათი გავლენა ცნობიერებაზე; მეტაფორა, როგორც ნეიროლინგვისტური პროგრამირების ენა; მონაწილეობა მიიღეს საინტერესო აქტივობებში.
ტრენინგს ესწრებოდნენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და მსმენელები სხვადასხვა ქალაქიდან.