ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ იმპაქტ ფაქტორი - 0.758 მიენიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ (ISSN 2587-490X) საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირების (ISI)/International Scientific Indexing ბაზაში მოიპოვა ინდექსაცია და მიენიჭა იმპაქტ ფაქტორი - 0.758 (2021-2022). საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე დაარსდა 2018 წელს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.

ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.)  მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები.

ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია:  აღმოსავლეთის ისტორია, პოლიტიკა, გეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, რელიგიის ისტ-ორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, ენათმეცნიერება, კულტურა, ლიტერატურათმცოდნეობა, თარგმანი, კულტურული ანთროპოლოგია.

ვულოცავთ აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტს მნიშვნელოვან წარმატებას.

ჟურნალის ელექტრონული მისამართი: https://openjournals.ge/index.php/hos

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა