18 თებერვალი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ეწვია საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი ტაკაო იმანიში. ბატონი ტაკაო იმანიში შეხვდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარინა გიორგაძეს, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ემზარ მაკარაძეს. შეხვედრას ესწრებოდა ასევე ბსუ-ს დოქტორანტი, იაპონისტი ლაშა ბოლქვაძე, რომელიც უკვე 2 წელია იაპონურ ენას ასწავლის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, არჩევითი კურსის სტატუსით. შეხვედრაზე ისაუბრეს იაპონური ენისა და კუტურის სწავლების გაძლიერებაზე ბსუ-ში, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა, რომლებიც ეუფლებიან იაპონურ ენას.