ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბჭოთა ოკუპაციის დღე ბსუ-ში

სურათი

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დროშის დაშვებით დაიწყო. პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა დისკუსია გამართეს თემაზე: „1921 წლის საქართველოს ოკუპაციის ფაქტი ისტორიულ კონტექსტში" და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას. დისკუსიაზე მოხსენებები წარმოადგინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა  ოთარ გოგოლიშვილმა და ჯემალ კარალიძემ. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში, 1921 წლის თებერვალ-მარტში განვითარებულ მოვლენებზე და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები.

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გაიხსენეს საბჭოთა რუსეთის მიერ პროვოცირებული გამოსვლები, 1920 წლის 7 მაისის საქართველო - საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულება, ლორეში დაწყებული აჯანყება, შულავერის კომიტეტის შექმნა და რამდენიმე მიმართულებით საქართველოზე შეტევის დაწყება, საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ქვეყნის ოკუპაცია.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა