ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

რურდის სამუშაო შეხვედრები სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

სურათი

ერაზმუსის პროექტის, რურდის (RURD – Role of Universities in the Regional Development)  მონაწილეები ბსუ-დან 29-31 მარტს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (USC) იმყოფებოდნენ სამუშაო ვიზიტით. პროექტის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ანტონიო ლოპესი და ვიცე-კანცლერები მიესალმნენ. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა პროექტის „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“  მიმდინარეობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრა ასევე გაიმართა სანტიაგოს უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრში, სადაც სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის ჯგუფსა და მის საქმიანობას, ეწვივნენ RIAIDT-ის მაღალტექნოლოგიური კვლევითი ინფრასტრუქტურის ობიექტებს. 
პროექტის მონაწილეებს სამეცნიერო მიღწევების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს სანტიაგოს უნივერსიტეტის კვლევის ვალორიზაციისა და ტრანსფერის ცენტრში, საწარმოს ინკუბატორში, CITIUS-სა და CIMUS-ის კვლევით ცენტრებში. ჩატარდა პრეზენტაციები კვლევების კომერციალიზაციისა და ენათშორისი კომუნიკაციისვის ხელოვნური ინტელექტის (AI) კვლევების განვითარების შესახებ. ასევე გაიმართა სემინარები სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის, კვლევითი მიღწევებისა და კვლევის შედეგების შენარჩუნების შესახებ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრებში პროექტის კოორდინატორი ბსუ-ში, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე, პროექტის მკვლევარი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძე და პროექტის მკვლევარი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიზო ფარცხლაძე და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლევან ტარიელაძე მონაწილეობდნენ.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა