ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტმა დიანა ნაკაიძემ ლიტერატურულ ბანაკში მიიღო მონაწილეობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტმა დიანა ნაკაიძემ მონაწილეობა მიიღო UNESCO-ს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“-ის ფარგლებში გამართულ ლიტერატურულ ბანაკში. ოთხდღიან სალექციო კურსს მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი ნიკა აგლაძე, ჟურნალისტი და პროზაიკოსი რუსუდან რუხაძე და სცენარისტი ქეთი დევდარიანი უძღვებოდნენ. ლიტერატურულ ბანაკში საქართველოს მასშტაბით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსის საფუძველზე შერჩეული 10 სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტი მიზნად ისახავდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და თანამედროვე სალიტერატურო პროცესში მონაწილეების ჩართვის წახალისებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა