30 აპრილი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა მოსწავლეთა მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. მოსწავლეებმა კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს შემდეგი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, კულტურული, ენობრივი, ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ. ღონისძიების მონაწილეები დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელითა და სერტიფიკატით.