ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფაკულტეტის სტიპენდიანტი სტუდენტები

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ექვსი სახელობითი სტიპენდია მოიპოვეს. ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 სასწავლო წლის სტუდენტი ანა ბაგრატიონი სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი გახდა, ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 სასწავლო წლის სტუდენტი გიორგი ბაციკაძე  დავით ხახუტაიშვილის სახელობის სტიპენდიის, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 სასწავლო წლის სტუდენტი ხატია თხილაიშვილი  აბელ სურგულაძის სახელობის სტიპენდიის, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 სასწავლო წლის სტუდენტი ცირა კახაძე როლანდ კომახიძის სახელობის სტპიპენდიის. ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია ქართული ფილოლოგიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტ სალომე აბაშიძეს გადაეცემა, ხოლო  ცირა ჭყონიას სახელობითი სტიპენდია ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 სასწავლო წლის სტუდენტ ანა გრიგორიანს.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს ულოცავენ სტიპენდიის მოპოვებას და უსურვებენ წარმატებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა