1 ივლისი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „რა ლამაზი ხარ, ჩემო სამშობლოვ, ჩემო საქართველო!“ გაიმართა. ახალგაზრდებმა საღამოზე ქართველი პოეტების სამშობლოს თემატიკაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებითა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით „ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2022-ის“ ფარგლებში ჩატარდა.