ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მერაბ ხალვაშმა ბსუ-ს კურსდამთავრებულს, ღვაწლმოსილ პედაგოგს დავით დავითაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

სურათი

ბსუ-ს კურსდამთავრებულს, ღვაწლმოსილ პედაგოგს დავით დავითაძეს 100 წელი შეუსრულდა. ღირსშესანიშნავი თარიღი საუკუნის პედაგოგს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა მიულოცა და საპატიო სიგელი და  შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადასცა. რექტორმა დავით დავითაძეს მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის.


დავით დავითაძე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. იგი 1948 წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ლექციებს კითხულობდა მის ბაზაზე არსებულ ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში და  იყო საგამოცდო კომისიის წევრი. არის ათეულობით ნაშრომისა და პროექტის ავტორი. დავით დავითაძეს გაწეული ღვაწლისათვის მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული მასწავლებლის წოდება, დაჯილდოებულია შრომის ვეტერანის მედლით.

შეხვედრას  ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი, რექტორის მოადგილეები: ანზორ ბერიძე და თამარ სირაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინე გიორგაძე,  ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და დავით დავითაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა