ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსი საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის

სურათი

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის მიერ დაწესებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი  ლექტორი ქალის,  ქველმოქმედის, პოეტისა და  მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის გამარჯვებულებს გადასცა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი - დაჩი მეჯიდოვი, რომელსაც პრეზიდენტის მადლობის სიგელი გადაეცა კონკურსში მონაწილეობისათვის.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა