ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო კურსების განვითარებისადმი მიძღვნილ ტრენინგი

სურათი

11-15 ივლისს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ივდით დიასამიძემ ევროკავშირის საერთაშორისო გაცვლითი პროექტის „ერაზმუს+“-ის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ხარისხზე ორიენტირებულ სასწავლო კურსების განვითარებისადმი მიძღვნილ ტრენინგში. ზაარლანდის უნივერსიტეტში (ქალაქი ზაარბრიუკენი, გერმანია) გამართული ტრენინგი ითვალისწინებდა ისეთ თემებზე მუშაობას, როგორიცაა:  შედეგზე ორიენტირებული კურიკულუმის შექმნა, სწავლის შედეგები და მიზნები, საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა, ახალი სასწავლო პროგრამის ხარისხის შეფასება, საერთაშორისო ხარისხის მენეჯმენტი.

ვიზიტი ასევე მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენას, მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიების დაგეგმვასა და განვითარებას.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა