ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დოქტორანტმა გიორგი ბაციკაძემ გამოსცა ნაშრომი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 70-90-იან წლებში“

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა   გიორგი ბაციკაძემ  გამოსცა ნაშრომი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 70-90-იან წლებში“. ეს მისი სამაგისტრო კვლევა იყო, რომელიც დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ნაშრომი ეხება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში XX საუკუნის 70-90-იან წლებში.

წიგნში განხილულია ის ზოგადი თუ კონკრეტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პროცესები საბჭოთა საქართველოში, სსრკ-სა და მსოფლიოში, რომლებმაც განაპირობეს 70-იანი წლებიდან დისიდენტური, ხოლო შემდგომ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც ახალი პოლიტიკური ვითარებისა ფორმირებითა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა 1991 წელს. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ამ უდიდესი ისტორიული პროცესის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებზე, წარმოდგენილია თანმდევი პრობლემების ავტორისეული ანალიზი. ნაშრომი ეფუძნება საქართველოს უახლესი ისტორიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივების დოკუმენტურ მასალას, ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, პერიოდულ გამოცემებს, პრესას და შეიცავს სამეცნიერო სფეროსათვის აქამდე უცნობ ფაქტებს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა